Accessibility links

logo-print

ობამა: აშშ-მა უნდა განახორციელოს სირიაზე თავდასხმა


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ აშშ-მა უნდა განახორციელოს სირიაზე შეტევა. თუმცა, ობამას თქმით, სირიის წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე ის ჯერ შეეცდება კონგრესის თანხმობის მოპოვებას. ამ საკითხზე კონგრესში დებატები პირველივე სხდომაზე გაიმართება. ობამას თქმით, აშშ შესაძლო შეტევას განახორციელებს იმის მიუხედავად, იქნება თუ არა ძალის გამოყენებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობა.
XS
SM
MD
LG