Accessibility links

logo-print

გაეროს ექსპერტები სირიიდან ჰოლანდიაში ჩავიდნენ


გაეროს ქიმიური იარაღის ექსპერტთა ჯგუფი სირიიდან ჰოლანდიაში ჩავიდა, სადაც მათ მიერ ჩატარებული გამოძიების თაობაზე საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მდივან ბან კუ მუნთან. როგორც მარტინ ნესირსკიმ, ბან კი მუნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ექსპერტთა ჯგუფმა სირია შაბათ დილით დატოვა, რათა უსაფრთხოდ ჩაეტანა ევროპის ორ წინასწარ შერჩეულ ლაბორატორიებში სამედიცინო და მიწის სინჯები შემდგომი ანალიზისათვის. ნესირკსისავე განცხადებით, ექსპერტები დაბრუნდებიან სირიაში, რადგან მათი მისია ჯერ არ დასრულებულა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „სრული ნონსენსი“ უწოდა ბრალდებებს, თითქოს სირიის მთავრობამ ბოლოდროინდელი იერიშების დროს ქიმიური იარაღი გამოიყენა. „რაც შეეხება ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მეგობრების პოზიციას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სირიის სამთავრობო ჯარებმა გამოიყენეს ქიმიური იარაღი და ამბობენ, რომ აქვს მტკიცებულებები. მაშინ წარუდგინონ ის გაეროს ინსპექტორებს და უშიშროების საბჭოს.“
XS
SM
MD
LG