Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა აცხადებს, რომ პასუხს აგებინებს ასადის რეჟიმს


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, მან გადაწყვიტა, რომ აშშ-მა უნდა განახორციელოს შეტევა სირიაზე. „ფრთხილი განსჯის შემდეგ, მე გადავწყვიტე, რომ აშშ-მა უნდა განახორციელოს სამხედრო ოპერაცია სირიის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არ იქნება უვადო ინტერვენცია. ჩვენ არ დავდგამთ ფეხს სირიის მიწაზე. ნაცვლად ამისა, განზრახულია, რომ ჩვენი ოპერაცია იქნება შეზღუდული დროისა და მასშტაბის მხრივ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასადის რეჟიმს პასუხს ვაგებინებთ ქიმიური იარაღის გამოყენებისათვის, შევაკავებთ ასეთ საქციელს და გავანადგურებთ მათ შესაძლებლობას, განახორციელონ ასეთი შეტევები“, განაცხადა ობამამ 31 აგვისტოს, თეთრ სახლში. ობამას თქმით, სირიის წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე ის ჯერ შეეცდება კონგრესის თანხმობის მოპოვებას. კონგრესმენები საზაფხულო არდადეგების შემდეგ 9 სექტემბერს შეიკრიბებიან. ობამას თქმით, აშშ შესაძლო შეტევას განახორციელებს იმის მიუხედავად, იქნება თუ არა ძალის გამოყენებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს სანქცია.
XS
SM
MD
LG