Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა კონგრესის გადაწყვეტილებას ელოდება


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიმართა კონგრესს, მხარი დაუჭიროს სამხედრო ოპერაციას სირიის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც, როგორც ამტკიცებენ, ქიმიური იარაღი გამოიყენა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ობამამ „შემზარავი“ უწოდა 21 აგვისტოს განხორციელებულ სავარაუდო ქიმიურ იერიშს და აღნიშნა, რომ სურს ამას დაუპირისპირდეს „შეზღუდული“ სამხედრო ოპერაცია. შაბათს საღამოს, თეთრმა სახლმა კონგრესს გაუგზავნა სამხედრო ზომების პროექტი, რომელიც ბარაკ ობამას აძლევს უფლებას გამოიყენოს პრევენციული სამხედრო ძალა სირიის რეჟიმის მიერ მომავალში ქიმიური იარაღის გამოყენების აღსაკვეთად. სენატი და წარმომადგენელთა პალატა დებატებს სამხედრო ძალის გამოყენების თაობაზე სავარაუდოდ 9 სექტემბრის შემდგომ დაიწყებენ. აშშ-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სირიაში ქიმიური იარაღით განხორციელებული იერიშის შედეგად 1400-ზე მეტი კაცი დაიღუპა. გაეროს ექსპერტების თანახმად, რომლებიც იერიშის ფაქტს იძიებენ, ნივთმტკიცებების ანალიზს სამი კვირა დასჭირდება.
XS
SM
MD
LG