Accessibility links

logo-print

ჰამიდ კარზაი: თალიბანმა პასუხი უნდა აგოს სისხლისღვრისთვის


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი პირობას დებს, რომ თალიბანი პასუხს აგებს იმ თავდასხმებისათვის, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა გასულ კვირაში. პრეზიდენტის სასახლის მიერ გავცელებულ განცხადებაში, კარზაი თავდასხმებს „ტერორისტულ აქტებს“ და „მასობრივ მკვლელობას“ უწოდებს. „თალიბანი ბოლო ხანს იმდენად სასოწარკვეთილი და უუნაროა, რომ არაფერი შეუძლია, გარდა იმისა, რომ მიზანში ამოიღოს სამოქალაქო პორები, განსაკუთრებით უდანაშაულო მუშები, ინჟინრები, ქალები და ბავშვები“ - ნათქვამია ჰამიდ კარზაის განცხადებაში. ავღანეთში შაბათს თვითმკვლელმა ტერორისტმა ექვსი კაცი დახოცა და 20-ზე მეტი დაჭრა ყანდაარის პროვინციაში, „ქაბული ბანკის“ წინ მომხდარი აფეთქების შედეგად. პარასკევს ჰელმანდის პროვინციაში კი ბომბების გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმებს 12 კაცი შეეწირა.
XS
SM
MD
LG