Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესლანში სკოლის მძევალთა ტრაგედიის მეცხრე წლისთავს აღნიშნავენ


ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ ბესლანში დღეს დაიწყო სამდღიანი სამგლოვიარო ღონისძიებები, იმ მძევალთა ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც 9 წლის წინ დაიღუპნენ სპეცოპერაციის დროს. 2004 ჩეჩენმა ტერორისტებმა ბესლანის ნომერ პირველ სკოლაში მძევლად აიყვანეს 1200 კაცი, სკოლის მოწაფეები, მასწავლებლები და მათი მშობლები. სამი დღის შემდეგ რუსეთის სპეცნაწილებმა მძევალთა განთავისუფლების ოპერაცია წამოიწყეს, რომლის დროსაც 334 კაცი, მათ შორის 186 ბავშვი დაიღუპა. ჩრდილოეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ მამსუროვმა, რომელთა შვილი და გოგო გადარჩენილ მძევალთა შორის იყვნენ, ყვავილებით შეამკო დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი. მოსახლეობას კი ტრაგედიის ადგილზე ტრადიციულად წყლის ბოთლები და სათამაშოები მოაქვთ. ბესლანის ტრაგედიის წლისთავზე რესპუბლიკაში მიღებულია უსაფრთხოების დამატებითი ზომები.
XS
SM
MD
LG