Accessibility links

logo-print

იაპონიაში ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურიდან კვლავ ჟონავს რადიაცია


იაპონიაში ატომური ელექტროსადგურის ”ფუკუსიმა-დაიიჩის” ოპერატორმა კომპანიამ განაცხადა, რომ სადგურიდან კვლავ ჟონავს რადიოაქტიური წყალი. კომპანია TEPCO-ში კვირას განაცხადეს, რომ რეზერვუარის ფსკერზე გამოსული რადიაციის გამოსხივების დონე საათში აღწევს 1200 მილიზივერტს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ეპიცენტრში მყოფი ადამიანი ოთხი საათის შემდეგ დაიღუპოს. გასულ კვირაში, სადგურის თანამშრომლებმა რეაქტორების გაცივების სიტემაში სამას ტონა წყალში აღმოაჩინეს მომეტებული რადიაციის დონე. უკანასკნელმა გამოკვლევებმა კი აჩვენეს, რომ რადიაციის დონე 18-ჯერ აღემატება აქამდე რეგისტრირებულ დონეს. ატომური ელექტროსადგური ”ფუკუსიმა-დაიიჩი” უძლიერესი ცუნამისა და მიწისძვრის შედეგად 2011 წლის 11 მარტს დაზიანდა. ნგრევის შედეგად 16 ათასი კაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG