Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო სიფრთხილით ეხმაურება ობამას განცხადებას სირიაზე


ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ლიდერი გამოეხმაურა ბარაკ ობამას შაბათის განცხადებას, რომლის თანახმად აშშ-ის ლიდერი კონგრესს მიმართავს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილების მხარდასაჭერად. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ მთავრობის სახელით განაცხადა, რომ დააკვირდებიან, თუ როგორ წარიმართება და რით დასრულდება დებატები აშშ-ის კონგრესში. ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კი გააკრიტიკა ობამა იმის გამო, რომ იგი შაბათის განცხადებით გვერდს უვლის გაეროს უშიშროების საბჭოს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსეი პუშკოვი, რომელმაც საკუთარი მოსაზრება ტვიტერით გაავრცელა, მიიჩნევს, რომ ობამა კონგრესისადმი მიმართვით ცდილობს, რომ „ომის დაწყებას გარკვეული ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნას.“ სირიის პრემიერ-მინისტრ ვაილ ალ ჰალყის თქმით, კი სირიის არმია „სრულ მზადყოფნაშია“, რათა პასუხი გასცეს აშშ-ის სამხედრო მოქმედებას. ირანის ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის თავმჯდომარემ, მოჰამედ ალი ჯაფარიმ კი „ილუზია“ უწოდა განცხადებას, თითქოს აშშ-ის მხრიდან „სამხედრო ინტერვენცია სირიაში შეზღუდული იქნება.“
XS
SM
MD
LG