Accessibility links

logo-print

თელავში გაიხსნა სტალინის ძეგლი


საერთაშორისო ორგანიზაცია "სტალინელისა" და ვეტერანთა კავშირის ორგანიზებით, თელავში დღეს, მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან, სტალინის ძეგლი გაიხსნა. მონუმენტი ვეტერანებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს და გვირგვინებით შეამკეს. თელავში სტალინის ძეგლის გახსნას, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დიმა ბოჭორიძემ განუცხადა, მონუმენტის გახსნის შესახებ მედიით შეიტყო. "ვფიქრობ, მონუმენტი დემონტაჟს დაექვემდებარება, რადგან ის მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად დადგა", - აღნიშნა დიმა ბოჭოირძემ. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით მონუმენტი შემოწირულობებით გაკეთდა.
XS
SM
MD
LG