Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში სასიკვდილო დაპირისპირება მოხდა ირანელი დევნილების ბანაკში


შეტაკებებს და აფეთქებებს ჰქონდა ადგილი ერაყის ჩრდილო აღმოსავლეთში ირანელი დევნილების ბანაკში. ერაყის ხელისუფლების ცნობით 15 კაცია დაღუპული. თუმცა, ირანის სახალხო მოჯაჰედინების ორგანიზაცია (მოჯაჰედინ ე ხალყი) იუწყება, რომ ძალადობის შედეგად მისი 52 წევრი მოკლეს. ორგანიზაციის ოფიციალური წარმომდგენელი ირანელი დევნილების დახოცვაში ბრალს დებს ერაყის უსაფრთხოების ძალებს, რომლებმაც კვირა დილით რეიდი განახორციელეს. დიალას პროვინციაში ცხოვრობს მოჯაჰედინ ე ხალყის ორგანიზაციის დაახლოებით 100 წევრი, რომლებსაც ერაყის მთავრობა არალეგალებად მიიჩნევდა და ქვეყნის დატოვებას სთხოვდა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიქიმ მომხდარი ძალადობის გამოძიების ბრძანება გასცა.
XS
SM
MD
LG