Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გატაცებული ჯარისკაცების გვამები იპოვეს


აღმოსავლეთ ავღანეთის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით მათ დახოცილი შვიდი ავღანელი ჯარისკაცის გვამებს მიაგნეს. ადგილობრივებმა გვამებს კვირას ღაზნის პროვინციის ანდარის ოლქში მიაგნეს. ჯარისკაცების ნაწილ მაშინ გაიტაცეს, როდესაც ისინი ნათესავებს სტუმრობდნენ. ხელისუფლების ცნობით გვამებს წამების კვალი ეტყობათ. პასუხისმგებლობა ავღანელი ჯარისკაცების დახოცვაზე არავის აუღია.
XS
SM
MD
LG