Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა


სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მის საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე პრაქტიკულად არ გვისაუბრია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა., თუმცა, დასძინა, რომ „ როგორც ყოველთვის, ჩვენი ხედვები საკმაოდ ახლოს იყო ერთმანეთთან“. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებს, რომ როგორც სალომე ზურაბიშვილის დარეგისტრირების, ასევე არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხზე, გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ კანონის შესაბამისად და საკუთარი შინაგანი რწმენის შესაბამისად მიიღონ. დავით უსუფაშვილმა ზოგჯერ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ზოგიერთ საკითხზე, - ამის შესახებ პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. თუმცა, პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველ ზურაბიშვილს არ დაუზუსტებია, თუ რა სახის პასუხისმგებლობას გულისხობდა.
XS
SM
MD
LG