Accessibility links

logo-print

ჯონ კერის თქმით, სირიაში მომწამვლელი ზარინის გაზი გამოიყენეს


აშშ-ს გააჩნია ფაქტები, რომლებიც მოწმობენ დამასკის გარეუბნებში ქიმიური იარაღის გამოყენებას. ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კვირას ტელეკომპანიებთან NBC და CNN -თან საუბარში განაცხადა. კერის თქმით, 21 აგვისტოს სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენების ადგილიდან მიღებული თმებისა და სისხლის სინჯებზე, ზარინის კვალი აღმოჩნდა. აშშ-ის სახელმიწფო მდივანმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ კონგრესი სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას დაუჭერს მხარს. ამ დღეებში გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო სირიის შესახებ რეზოლუციის მიღება, რითაც არ მისცა სანქცია სირიაში სამხედრო ჩარევას.
XS
SM
MD
LG