Accessibility links

logo-print

თელავში სტალინის ძეგლს საღებავი შეასხეს


თელავში გუშინ ღამით სტალინის ძეგლს საღებავები შეასხეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, სტალინის ძეგლის აღმართვის საწინააღმდეგო აქცია "ფეისბუქით" დაიგეგმა. სტალინის ძეგლი, მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან საერთაშორისო ორგანიზაცია "სტალინელისა" და ვეტერანთა კავშირის ორგანიზებით თელავში 1 სექტემბერს გაიხსნა. მონუმენტი ვეტერანებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს და გვირგვინებით შეამკეს. ამასთან, თელავში სტალინის ძეგლის გახსნას, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. როგორც დიმა ბოჭორიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ძეგლის დადგმაზე საკრებულოს ნებართვა არ გაუცია, შესაბამისად, ის, შესაძლოა, დემონტაჟს დაექვემდებაროს. თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის ინფორმაციით კი, სტალინის ძეგლი თელავში რამდენიმე წელია დგას, ის სარესტავრაციოდ იყო აღებული და გუშინ დააბრუნეს.
XS
SM
MD
LG