Accessibility links

ქართველ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია


რიო დე ჟანეიროში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გუნდური შეჯიბრის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ეროვნული ნაკრები 3:2 დაამარცხეს და მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვეს. ფინალში გასვლამდე, საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის, მონღოლეთისა და უზბეკეთის ნაკრებები დაამარცხა. რაც შეეხება ინდივიდუალურ შეჯიბრს, ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი გახდნენ.
XS
SM
MD
LG