Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეხიკოში სტუდენტების აქცია არეულობაში გადაიზარდა


მექსიკის დედაქალაქში სტუდენტების საპრტესტო აქცია, რომელიც განათლების სისტემის მოსალოდნელ რეფორმას მოჰყვა, არეულობაში გადაიზარდა. კონგრესთან შეკრებილმა სტუდენტებმა შენობას ქვები და ცეცხლმოკდებული ბოთლები დაუშინეს, რათა პარლამენტის სესიის გახსნის ცერემონიალი ჩაეშალათ. აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაპატიმრებულია აქციის რამდენიმე მონაწილეც. მექსიკის პარლამენტმა უახლოეს მომავალში კენჭი უნდა უყაროს რეფორმას, რომლის მიხედვითაც, მასწავლებელთა კვალიფიკაციის შესამოწმებლად კონკრეტული ღონისძებები გატარდება. ხელისუფლების განცხადებით, ამ გზით ისინი საგანმანათლებლო სტანდარტის გაუმჯობესებას გეგმავენ. ხელისუფლების ინიციატივას გარდა საპროტესტო აქციებისა მოჰყვა ათასობით მასწეავლებელთა გაფიცვაც.
XS
SM
MD
LG