Accessibility links

logo-print

ლავროვი: რუსეთი არა დარწმუნებული, რომ სირიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ წარმოდგენელმა მტკიცებულებამ, რომ სირიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, მოსკოვი კვლავ ვერ დაარწმუნა. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის სტუდენტების წინაშე გამოსვლისას, ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, „სერიოზულ ეჭვებს“ იწვევს. ლავროვმა დასძინა, რომ ის არ ფიქრობს, რომ სირიის ოპოზიცია უფრო გახსნილი იქნება პოლიტიკური მოგვარებისთვის, თუ სირიის გარედან სამხედრო აქცია მოეწყო. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, 31 აგვისტოს განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაში 1400-ზე მეტი ადამიანის დახოცვის მიზნით 21 ავგისტოს, დამასკის მახლობლად. იმავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოწოდება გამოთქვა, რომ მტკიცებულება გაეროს უნდა გადაეცეს.
XS
SM
MD
LG