Accessibility links

logo-print

უფლებადამცავი ჯგუფი: ბაქო არჩევნების წინ სხვაგვარად მოაზროვნეებს ზღუდავს


ჰიუმან რაიტს უოჩმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მთავრობა 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიმართავს წინასწარდაგეგმილ სტრატეგიას, შეზღუდოს „სხვაგვარად მოაზროვნეები“. ორშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ჰიუმან რაიტს უოჩი წერს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს „არ გამოჩნდეს პოლიტიკური აქტიურობა, შეიზღუდოს საჯარო კრიტიკა მთავრობის მიმართ და ესწრაფვის არასამთავრობო ორგანიზაციების მეტ კონტროლს". სიტყვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვით, წერია ამ დოკუმენტში, ხელისუფლება ემზადება არჩევნებისთვის, რომელშიც მოქმედი პრეზმიდენტის, ილჰამ ალიევის გამარჯვებას მოელიან. ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ დააპატიმრა პოლიტიკური აქტივისტები მოგონილი ბრალდებებით, დააკავა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები, დაშალა მშვიდრობიანი დემონსტრაციები.
XS
SM
MD
LG