Accessibility links

logo-print

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობა მიულოცეს


საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს გუნდური ჩემპიონობა მიულოცეს დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. რიო დე ჟანეიროში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში ყველა მეტოქეს სძლია, 1 სექტემბერს გამართულ ფინალში კი რუსეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 3:2. რაც შეეხება ინდივიდუალურ ჩემპიონატს, ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატი 2 ვერცხლის მედლით დაასრულეს. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (91 კგ).
XS
SM
MD
LG