Accessibility links

logo-print

ავღანეთში, აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა თალიბებმა განახორციელებს


თალმიბანმა იკისრა პასუხისმგებლბა თავდასხმისთვის, რომელიც თვითმკლელებმა განახორციელეს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე პაკისტანის საზღვართან, თორხამის არეალში. ნატო ადასტურებს მომხდარს და იტყობინება, რომ საერთაშორისო ჯარის არცერთი მოსამსახურე არ დაღუპულა. ცნობით, სულ მცირე სამი თავდამსხმელი დაიხოცა. იერიში, ამავე ინფორმაციით, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ბაზას დასჭირდა ნატოს შვეულმფრენების დახმარება. ობიექტი მდებარებს ნატოს მომარაგებისთვის მნიშვნელოვან მაგისტრალზე, რომელიც შეტაკების დროს გადაკეტეს. განადგურდა ნატოს არაერთი ავტომანქანა.
XS
SM
MD
LG