Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთვება


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი გეგმავს, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას. კვირას მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეროვნულ დემოკრატიული პარტიის და ეროვნულ დემოკრატების პარტიის კანდიდატად ის რეგისტრაციაში გატარდა. ხარატიშვილი თანამდებობიდან აგვისტოში გადადგა. კანდიდატებს 7 სექტემბრამდე აქვთ ვადა რეგისტრაციაში გატარდნენ. ოპოზიციური ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა, ხოლო მმართველი, ქართული ოცნებისა, გიორგი მარგველაშვილი.
XS
SM
MD
LG