Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ელჩებს მიმართა


პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში საქართველოს ელჩებეს მოუწოდა, განავითარონ ამ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობები. ამბასადორიალზე გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ საჭიროა საქართველოს სამ მეზობელ ქვეყანასთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება და საქართველო მისი უახლოესი მეზობლებისთვის უნდა იქცეს ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის სივრცედ. რაც შეეხება რუსეთს, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მასთან ურთიერთობის პოზიტიურად გავითარებისთვის პრაგმატული ნაბიჯები უკევ გადაიდგა, კერძოდ ვაჭრობის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში და საქართველოს მეგობრებმა დიალოგის ეს ახალი ფორმატი დადებითან შეაფასეს. ”სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთმა კვლავ გადმოსწია მავთულხლართები ჩვენი ქვეყნის სიღრმეში, რაც ნამდვილად არ არის ადეკვატური პასუხი საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებზე” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველო სიმშვიდეს ინარჩუნებს, კვლავ თანამიმდევრულად მისდევს პრაგმატულ პოლიტიკას და აქტიურად იყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მექანიზმებსა და თანამშრომლობის ორმხრივ ფორმატებს. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, არაღიარების პოლიტიკასა და დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევას. ამბასადორიალზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა შავი და კასპიის ზღვების აუზის, ახლო აღმოსავლეთის, აზია-ოკეანეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარების აუცილებლობაზეც და განაცხადა, რომ საქართველომ ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ტრანსნაციონალური პროექტების განსახორციელებლად. პრემიერმა ელჩებს სთხოვა უფრო აქტიურად იმუშაონ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზარდი და დიდი ეკონომიკის მქონე იაპონიასთან, ჩინეთთან, ბრაზილიასა და ინდოეთთან თანამშრომლობა და პირდაპირი ინვესტიციების მოძიება.
XS
SM
MD
LG