Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხნა სამდღიანი ამბასადორიალი


თბილისში გაიხნა საზღვარგარეთ აკრედიტებული ელჩებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა შეხვედრა. სამდღიანი ამბასადორიალის მონაწილეები საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ. ამბასადორიალის დღის წესრიგშია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლმატიური ურთიერთობები, ეკონომიკური განვითარება, კულტურული, ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებათა დაცვის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების საკითხები. თბილისში მიმდინარე ამბასადრიალს ესწრებიან საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები.
XS
SM
MD
LG