Accessibility links

logo-print

აშშ და გაერო გმობენ ერაყში, ირანელი „მუჯაჰედების“ ბანაკზე თავდასხმას


აშშ-მა და გაერომ დაგმეს ერაყში, ირანელი ემიგრანიტების ბანაკზე თავდასხმას, რასაც 50 ადამიანის დახოცვა მოჰყვა. ორგანიზაცია „მუჯაჰედინ ე-ხალყი“ ერაყის არმიას სდებს ბრალს, რომ თავს დაესხა „აშრაფის“ ბანაკს, კვირას. ერაყის ოფიციალური პირები ბრალდებას უარყოფენ. აშშ-ის სახელმწიფო დერტამენტის თანახმად, დამნაშავეებს პირებს პასუხი უნდა მოეთხოვს. დღეს გაეროს ჯგუფი ეწვია ბანაკს, სადაც ასამდე ადამიანი სახლობს, რათა დაადგინონ, თუ რა მოხდა, იქ. „მუჯაჰედინ ე ხალყი“ ირანის თეოკრატიულ რეჟიმს ებრძვის. მისი წარმომადგენლები ერაყ-ირანის ხანგძლივ ომში, 80-იან წლებში, სადამ ჰუსეინის არმიის მხარეზე ებრძოდნენ ირანს.
XS
SM
MD
LG