Accessibility links

ფერვეზ მუშარაფს კიდევ ერთ მკვლელობაში ადანაშაულებენ


პაკისტანის პოლიციამ ყოფილ პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფს კიდევ ერთ მკვლელობაში დასდო ბრალი. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ბრალდება უკავშირდება რადიკალი სასულიერო პირის, აბდულ რაშიდ ღაზის მკვლელობას 2007 წელს, ისლამაბადის მეჩეთზე განხორციელებული შეტევის დროს. მაშინ 100 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა მეჩეთის ტერიტორიაზე სამხედროების შეჭრას, რასაც წინ უსწრებდა კონფლიქტი არმიასა და რადიკალ ისლამისტებს შორის. ეს ამ ეტაპისთვის ბოლო ბრალდებაა, რომელიც უკავშირდება ამ გადამდგარი გენერლის 1999-2008 წლების მმართველობის პერიოდს. მუშარაფს, რომელიც ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება, ასევე ბრალი ედება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობაში 2007 წელს და ბალუჩი თემის ლიდერის მკვლელობაში 2006 წელს. ამასთან, მუშარაფს ადანაშაულებენ 2007 წელს მოსამართლეების დათხოვნის მცდელობაში. თავად მუშარაფი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
XS
SM
MD
LG