Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დააფიქსირა ბალისტიკური რაკეტების გაშვება ხმელთაშუა ზღვის რეგიონში


რუსეთმა დააფიქსირა ორი ბალისტიკური რაკეტის გაშვება ხმელთაშუა ზღვაში. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, ეს ინფორმაცია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გააცნო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შოიგუმ. სამინისტროს ცნობით, რადარმა ამოიცნო ორი ბალისტიკური "ობიექტი“, რომელიც დღეს დილას ზღვის ცენტრალური ნაწილიდან აღმოსავლეთისაკენ იქნა გაშვებული. მაგრამ ისრაელის სამხედრო წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არაფერი იციან რაკეტების გაშვების შესახებ. შეერთებულმა შტატებმა სამხედრო გემები განათავსა ხმელთაშუა ზღვაში, სირიის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციის მზადებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG