Accessibility links

logo-print

საფრანგეთი დამასკს ადანაშაულებს „მასიურ“ ქიმიურ თავდასხმაში


საფრანგეთის განცხადებით, დამასკთან გასულ კვირაში ქიმიური იარაღით თავდასხმის მოწყობა მხოლოდ სირიის მთავრობას შეეძლო. საფრანგეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, 21 აგვისტოს მოწყობილი იერიშისას „მასიურად იქნა გამოყენებული ქიმიური აგენტები“. ამავე წყაროს ცნობით, იერიშმა, სულ ცოტა, 281 ადამიანი შეიწირა. ვაშინგტონში სენატორმა ჯონ მაკკეინმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწევს, ძლიერი არგუმენტები მოიშველიოს სირიის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების მართებულობის დასასაბუთებლად, თუ სურს, რომ კონგრესის მხარდაჭერა მიიღოს. მაკკეინის აზრით, „კატასტროფა“ იქნება, რომ შეერთებული შტატების კონგრესი მხარს არ დაუჭერს ობამას წინადადებას სირიის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებას.
XS
SM
MD
LG