Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი აცხადებს, რომ აშშ-თან ერთად ჩაატარა რაკეტების გამოცდა


ისრაელი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან ერთად ჩაატარა რაკეტის გამოცდა ხმელთაშუა ზღვაში. ეს განცხადება მოჰყვა რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ მისმა რადარმა დააფიქსირა ორი ბალისტიკური რაკეტა ხმელთაშუა ზღვის თავზე. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მან გამოცადა რაკეტა, როგორც სამიზნე თავისი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემისათვის. გამოცდა დაახლოებით იმავე დროს ჩატარდა, როცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მისმა რადარმა დააფიქსირა რაკეტები. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად უარყო, რომ რაკეტების გაშვების შესახებ რაიმე იცის. სირიის უშიშროების სამსახურის ცნობით, რაკეტები არ ჩავარდნილა სირიის ტერიტორიაზე, ხოლო რუსეთის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ „ობიექტები“, როგორც ჩანს, ზღვაში ჩავარდა. შეერთებულ შტატებს სამხედრო გემები ჰყავს განათავსებული ხმელთაშუა ზღვაში, სირიის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციის მზადებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG