Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ღია წერილი მოულოდნელი არ ყოფილა


მთავრობის წევრებისთვის პრემიერ-მინისტრის ღია წერილი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე აღნიშნავდა, რომ პოლიტიკაში დიდი ხნით დარჩენას არ აპირებდა - განაცხადა დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ალასანიას შეფასებით, პრემიერის გადაწყვეტილება ქვეყნის პოლიტიკაში შექმნის თვისებრივად ახალ რეალობას და მომავალი არჩევნებისთვის გარემო ბევრად უფრო კონკურენტული იქნება. ”მართლაც, ახალი და საღი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს ბიძინა ივანიშვილი და სამოქალაქო სარბიელზეც ძალიან კონკურენტული გარემო შეიქმნება”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ პრემიერის გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივია და საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს ემსახურება. დღესვე ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, რომ პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს არ შეუქმნის. "მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისთვის ბევრი რამ უკვე გააკეთა, ვისურვებდი პოლიტიკაში ცოტა უფრო დიდხანს ყოფილიყო, თუმცა ადამიანურად მისი მესმის და ჩვენი ვალია მაქსიმალურად მობილიზებული შევხვდეთ ამ პერიოდს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
XS
SM
MD
LG