Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს დამხობილი პრეზიდენტის მომხრეებს


ეგვიპტის სამხედრო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის 11 მომხრეს გასულ თვეში არმიის წევრებზე თავდასხმაში ბრალდების საფუძველზე. ამას გარდა, სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა მურსის კიდევ 45 მხარდამჭერს. უდანაშაულოდ ცნეს რვა პირი. მათ ბრალად ედებოდა სამხედრო პირების მიმართ ძალადობა ქალაქ სუეცში, 14 და 16 აგვისტოს. დაპირისპირება ეგვიპტის ამ და სხვა ქალაქებში მოჰყვა კაიროში მუჰამად მურსის მომხრეთა ორი ბანაკის დასაშლელად მიმართულ ზომებს. ეგვიპტეში დაპატიმრებულია მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერი, მოჰამედ ბადიეც, ხოლოდ თვითონ მურსი დაკავებულია 3 ივლისს მისი მმართველობის დამხობის შემდეგ. პროკურორებმა მიმდინარე კვირაში გამოაცხადეს, რომ მუჰამად მურსის გაასამართლებენ შარშან დემონსტრანტების დახოცვისაკენ წაქეზების ბრალდებით.
XS
SM
MD
LG