Accessibility links

აფეთქებების ტალღას ბაღდადში ათობით ადამიანი ემსხვერპლა


ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილების აფეთქების სერიას უპირატესად შიიტებით დასახლებულ ბაღდადში დაახლოებით 40 ადამიანი ემსხვერპლა. სამშაბათს მომხდარ აფეთქებებში კიდევ ათობით ადამიანი დაიჭრა. აფეთქებებმა ბევრი სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის მეჩეთები, ბაზრები, კაფეები და ნაყინის მაღაზიები დააზიანა. ამ აფეთქებების ჩათვლით ბოლო თვეებში ერაყში იზრდება ძალადობის მასშტაბები. გაეროს ანგარიშით აგვისტოში ერაყში მომხდარ შეტაკებებს და ძალადობაში 800 კაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG