Accessibility links

logo-print

აშშ: სირიაზე აშშ-ის დარტყმის შემთხვევაში, რუსეთმა შესაძლოა სირიას სამხედრო დახმარება გაუზარდოს


აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი, გენერალი მარტინ დემპსი აცხადებს, რომ სირიაზე აშშ-ის დარტყმის შემთვევაში, რუსეთმა შესაძლოა სირიას სამხედრო დახმარება გაუზარდოს. „ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ რუსეთის ხელისუფლება ასადის რეჟიმს დაჰპირდა, რომ რასაც ამერიკა გაანადგურებს, რუსეთი ამას ჩაანაცვლებს“, - განაცხადა დემპსიმ. რამდენიმე ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკელების ლიდერებმა კონგრესში მხარი დაუჭირეს სირიაში ამერიკის სამხედრო ოპერაციის იდეას. სავარაუდოდ, კენჭისყრა კონგრესში მომავალ კვირაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG