Accessibility links

logo-print

საქართველოს ნაკრები დღეს იწყებს ასპარეზობას კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე


სლოვენიაში დღეს იწყება ევროპის 2013 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში 16:30 საათზე დაუპირისპირდება პოლონეთის გუნდს. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 5 სექტემბერს, ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს იგორ კოკოშკოვის გუნდი მასპინძელ სლოვენიას შეხვდება, 8-ში – ჩეხეთს, ხოლო პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ესპანეთთან 9 სექტემბერს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირებას საზოგადობრივი მაუწყებელი განახორციელებს.
XS
SM
MD
LG