Accessibility links

ვენესუელის პრეზიდენტი ოპოზიციას „ელექტროპუტჩის“ მოწყობაში ადანაშაულებს


ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ოპოზიციას ადანაშაულებს ქვეყნის 70%-თვის ელექტროენერგიის გათიშვაში. სოციალურ ქსელ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე, მადურო წერს, რომ ექსტრემისტებმა ქვეყანაში „ელექტროპუტჩი“ მოაწყვეს. ვენესუელის დიდ ნაწილში ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. თავის მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების არარსებობაა. როგორც მედია იტყობინება, ელექტროენერგიის გათიშვა ვენესუელაში ხშირი მოვლენაა.
XS
SM
MD
LG