Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერობს პრესის თავისუფლების მხრივ


საქართველო პრესის თავისუფლების მხრივ ლიდერობს ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის, რომლებიც ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში მონაწილეობენ. უკრაინაში, ბელორუსიაში, მოლდავეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში პრესის თავისუფლების კვლევის ეს, პირველი შედეგები დღეს წარმოადგინეს კიევში. საქართველოს შემდეგ, მეორე ადგილზეა მოლდავეთი, მესამეზე სომხეთი. ყველაზე უარესი მაჩვენებლები აქვს ბელორუსიას. კვლევა, რომელიც ორი წელი უნდა გაგრძელდეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედიამონიტორინგის პროექტში შედის. ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ 2009 წელს დაარსდა. წელს, ნოემბერში ვილნიუსში გაიმართება ამ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების სამიტი.
XS
SM
MD
LG