Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი „არ გამორიცხავს“ სირიის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის მხარდაჭერას


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი „არ გამორიცხავს“ სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას, თუ დამტკიცდება, რომ დამასკმა ქიმიური გაზი გამოიყენა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამ შინაარსის განცხადება პუტინმა საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტიდ პრესთან“ ინტერვიუში გააკეთა, სანქტ-პეტერბურგში „დიდი 20“-ის სამიტის დაწყებამდე. პუტინის თქმით, რუსეთი იცავს არა სირიის მთავრობას, არამედ საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. „როცა ძალის გამოყენების საკითხები გაეროსა და უშიშროების საბჭოს ჩარჩოებს გარეთ წყდება, თავს იჩენს საფრთხე, რომ ასეთი არასამართლებრივი გადაწყვეტილებები შესაძლოა ნებისმიერის წინააღმდეგ, ნებისმიერი მიზეზით იქნეს მიღებული“, განაცხადა პუტინმა. მანვე სინანული გამოთქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, გააუქმოს პუტინთან შეხვედრა, რომელიც მოსკოვში უნდა გამართულიყო „დიდი 20“-ის სამიტის დაწყებამდე.
XS
SM
MD
LG