Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სომხეთს აფრთხილებს „საბაჟო კავშირში“ შესვლაზე გადაწყვეტილების გამო


ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები სომხეთს აფრთხილებენ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ „საბაჟო კავშირში“ შესვლამ ერევანს შესაძლოა, აღარ დაუტოვოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების შანსი. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ლინას ლინკევიჩიუსმა როგორც აღნიშნა, ევროკავშირი პატივს სცემს ერევნის გადაწყვეტილებას „საბაჟო კავშირში“ შესვლის შესახებ, მაგრამ შეუძლებელია, სომხეთი ორივე ბლოკში გაწევრიანდეს. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება „საბაჟო კავშირში“ გაწევრიანების შესახებ. მანვე თქვა, რომ ერევანი გააგრძელებს „ევროპულ სტრუქტურებთან“ დიალოგს, მაგრამ სარქსიანს არ უხსენებია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი.
XS
SM
MD
LG