Accessibility links

ავღანეთის პრეზიდენტს მოუწოდებენ ქალებისადმი ძალადობის წინააღმდეგ მოქმედებისაკენ


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩი“ ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მოუწოდებს, მიმართოს სასწრაფო ზომებს ბავშვების დაქორწინებისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. კარზაისადმი მიმართვაში, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს შედეგებზე, რომლებიც ჯანმრთელობისა და ეკონომიკისათვის მოაქვს 18 წლამდე ასაკში დაქორწინებას და ქალების წინააღმდეგ ძალადობას. „ჰიუმან რაითს უოჩი“ კარზაის მოუწოდებს, სისრულეში იქნეს მოყვანილი ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ კანონი. 2009 წელს დამტკიცებული ეს კანონი ითვალისწინებს მკაცრ სასჯელს ქალების უფლებების შეზღუდვის, მათ შორის მცირეწლოვანთა დაქორწინების შემთხვევაში. „ჰიუმან რაითს უოჩის“ წარმომადგენელმა, ჰეზერ ბარმა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კვლევის შედეგები როგორც აჩვენებს, ავღანეთში ამათუიმ სახით ირღვევა ქალთა 85%-ის უფლებები.
XS
SM
MD
LG