Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე: საქართველოსთვის ევრაზიული კავშირი აქტუალური არ არის


საქართველოსთვის ევრაზიული კავშირი აქტუალური არ არის - განაცხადა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, ამ კვირაში ამბასადროიალზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ”აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი სტრატეგია და ამ მიმართულებით მივდივართ” - განაცხადა ფანჯიკიძემ. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება, მაგალითად, მსოფლიო სავაჭრო ორგნიზაციასა და ევროკავშირთან მისი ურთიერთობა და ამ პროცესებს დიდი ინტერესით აკვირდებიან თავად ევროკავშირი, დანარჩენი მსოფლიოც და არა მხოლოდ საქართველო. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის აქტუალურია არა ევრაზიული კავშირი, არამედ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ვილნიუსის სამიტი და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება.
XS
SM
MD
LG