Accessibility links

logo-print

ბალტიისპირეთიდან მომავალი ციკლონი დასავლეთ საქართველოში დღეს 20-21 საათის შემდეგ გააქტიურდება


ბალტიისპირეთიდან მომავალი ციკლონი დასავლეთ საქართველოში დღეს 20-21 საათის შემდეგ გააქტიურდება - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს აცნობა გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის სპეციალისტმა სვეტლანა ნიორაძემ. მისი განმარტებით, ციკლონის ცენტრი საქართველოს არ მოიცავს, მაგრამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. ნიორაძის ინფორმაციით, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა, მდინარეებზე წყალმოვარდნა და გააქტიურდება მეწყერსაშიში და ღვარცოფსაშიში ზონები. ამინდის მკვეთრად გაუარესების პროგნოზის გამო საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მუნიციპალიტეტებს 3 სექტემბერს მოუწოდა მზადყოფნისკენ. ამჟამად საგანგებო რეჟიმით მუშაობენ სამაშველო და სხვა შესაბამისი სამსახურები.
XS
SM
MD
LG