Accessibility links

ობამამ „ბარბაროსობა“ უწოდა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, მსოფლიო უპასუხოდ ვერ დატოვებს სირიაში ქიმიური იარაღით განხორციელებულ თავდასხმებს, რომელთაც ობამამ „ბარბაროსობა“ უწოდა ოთხშაბათს შვედეთში გამართულ ბრიფინგზე. ბრიფინგი მოჰყვა სტოკჰოლმში შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრ ფრედრიკ რეინფელდტის შეხვედრას. ობამა შვედეთს ოთხშაბათს ესტუმრა, სანქტ-პეტერბურგში „დიდი 20“-ის სამიტის დაწყებამდე. ვაშინგტონმა სასწრაფოდ ჩართო შვედეთში ვიზიტი ობამას განრიგში მას შემდეგ, რაც გააუქმა პირისპირ შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ეს შეხვედრა მოსკოვში უნდა გამართულიყო, მაგრამ გაუქმდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავშესაფარი მიანიჭა აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილ კონტრაქტორს, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ედვარდ სნოუდენს. ობამა სტოჰკოლმიდან გაემგზავრება სანქტ-პეტერბურგში, სადაც 5-6 სექტემბერს გაიმართება „დიდი 20“-ის სამიტი.
XS
SM
MD
LG