Accessibility links

logo-print

სომხეთი შესაძლებლად თვლის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას


სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის ადმინისტრაციის განცხადებით, ერევანს კვლავინდებურად აქვს იმედი, რომ წელს გააფორმებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას. სარქსიანმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ სომხეთი გაწევრიანდება „საბაჟო კავშირში“, რომელშიც რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი შედიან. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ევროკავშირის ლიდერების განცხადებები, რომ სომხეთმა შესაძლოა, დაკარგოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შანსი. ჩვენი რადიოს სომხურ სამსახურთან ინტერვიუში, სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ვიგენ სარქსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი შეეცდება, ისეთი პირობები მოამზადოს ევროკავშირთან ვაჭრობის თავისუფალი ზონის შესაქმნელად, რომ ხელი არ შეეშალოს „საბაჟო კავშირში“ სომხეთის წევრობას. სარქსიანის თქმით, თუ ეს შეუძლებელი იქნება, სომხეთი მზად არის ბრიუსელთან პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად. „ამიტომ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მუშაობა ვილნიუსის სამიტისათვის“, დასძინა სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG