Accessibility links

ჯონ კერი კონგრესს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს


„მსოფლიო თვალს ადევნებს, არა მხოლოდ იმას, თუ რას გადავწყვეტთ, არამედ როგორ გადავწყვეტთ და მივაღწევთ, თუ არა იმას, რომ ერთ ხმაში ვილაპარაკოთ ამერიკის სახელით“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნამა ჯონ კერიმ კონგრესის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას. 4 სექტემბერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელმა და სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კონგრესმენებს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ „შეზღუდული“ სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს. ვაშინგტონი აცხადებს, რომ 21 აგვისტოს დამასკის გარეუბანში სირიის რეჟიმმა გამოიყენა ზარინის მომწამვლელი გაზი, რასაც 1400 ადამიანი შეეწირა. ჩინეთი და რუსეთი ეჭვით ეკიდებინა ამერიკული დაზვერვის ინფორმაციას ქიმიური იარაღის ხელისუფლების მხრიდან გამოყენების თაობაზე. „მხოლოდ ყველაზე მზაკვრულ პოლიტიკური განზრახვით შეიძლება იმის მტკიცება, რომ ეს არ მომხდარა ისე, როგორც არის აღწერილი ანდა ის, რომ სირიის რეჟიმს არ ჩაუდენია ეს,“- განაცხადა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ჯონ კერიმ.
XS
SM
MD
LG