Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას სირიის თაობაზე


აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უფლებას ანიჭებს ხელისუფლებას განახორციელოს წერტილოვანი დარტყმა იმ ობიექტებზე, რაც სირიის მთავრობას ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას მოუსპობს. რეზოლუცია უფლებას აძლევს პრეზიდენტ ბარაკ ობამას, გასცეს ბრძანება განსაზღვრული სამხედრო ოპერაციის დასაწყებად, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 90 დღეს და არ გულისხმობს არავითარ სახმელეთო ოპერაციას. რეზოლუციას სენატის კომიტეტში მხარი 10 წევრმა დაუჭრა, წინააღმდეგი იყო 7 სენატორი. 4 სექტემბერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელმა და სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კონგრესმენებს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ „შეზღუდული“ სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს. ვაშინგტონი აცხადებს, რომ 21 აგვისტოს დამასკის გარეუბანში სირიის რეჟიმმა გამოიყენა ზარინის მომწამვლელი გაზი, რასაც 1400 ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG