Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოს მიმართა


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ცესკოს თავმჯდომარის 2013 წლის N64/2013 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავაში მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საია მიიჩნევს, რომ ცესკოს განკარგულება, რომლის ძალითაც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, დაუსაბუთებელია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანახმად, კონსტიტუცია ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ უკრძალავს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი სწორედ ორმაგი მოქალაქეობის გამო უთხრა.
XS
SM
MD
LG