Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი მიესალმა სენატის კომიტეტის გადაწყვეტილებას


თეთრი სახლი მიესალმა კენჭისყრის შედეგს, რომელიც მოეწყო სენატის კომიტეტში ობამას მოწოდების მხარდასაჭერად, მოეწყოს სამხედრო ოპერაცია სირიის წინააღმდეგ. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებული ზომები მხარს დაუჭერს აშშ-ის უსაფრთხროების ინტერესებს და გაანადგურებს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ქიმიური იარაღის შესაძლებლობებს. რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ძალის ხმარებას ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, ოთხშაბათს, მიემხრო კომიტეტის 10 წევრი, წინააღმდეგი იყო სამით ნაკლები. ზომები ითვალისწინებს ქმედებას მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში და კრძალავს საბრძოლო ნაწილების გამოყენებას. ზომები ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს მომავალი კვირიდან. კენჭისყრა გაიმართა მას მერე, რაც ობამამ განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დაკარგავს სანდოობას, თუ ვერ მოახერხეს დამასკის დასჯა ქიმიური იარაღის გამოყენების გამო.
XS
SM
MD
LG