Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროპის კავშირის რეფორმებს


უკრაინელმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს იმ ზომების პირველი ნაწილი, რომლებიც ევროპის კავშირში უკრაინას უფრო ახლო ინტეგრაციისკენ გაუხსნის გზას. ხუთშაბათს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ითვალისწინებს ახლობლების მიერ საპატიმროებში ტუსაღების უფრო ხშირად მონახულებას, მობილური ტელეფონების მოხმარებას, ასევე ნაღდი ფულის ქონას და სამოქალაქო ტანსაცმლის ტარებას. პირველი წაკითხვისას ასევე დაამტკიცეს ახალი საბაჟო ტარიფები და სასამართლოების გადაწყვეტილებების მკაცრად შესრულების ზომები. პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ოთხშაბათს მოუწოდა მმართველი, რეგიონების პარტიის წევრებს, მხარი დაეჭირათ კანონისთვის. კიევს იმედი აქვს, რომ ნოემბერში ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას გულისხმობს, რუსეთი ღიად ეწინააღმდეგება ამ განზრახვას და ცდილობს კიევი საბაჟო კავშირში გააერთიანოს.
XS
SM
MD
LG