Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ნაწილი განადგურდა


ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო და ვიდეოჩანაწერები განადგურდა საქართველოს შსს-ს ე.წ. მოდულის შენობაში. პროცესს დაესწრნენ უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრები და მედიის წარმომადგენლები. სპეციალური აპარატის ”შრედერის” მეშვეობით განადგურებულია 110 დისკი, რომელიც მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალის 144 ფაილს შეიცავდა. კომისიის წევრთა ინფორმაციით, მასალის საერთო ხანგრძლივობა 181 საათი და 30 წუთი იყო. დისკები მოთავსებული იყო სპეციალურ კონტეინერში, რომელსაც ლუქი საჯაროდ მოეხსნა, განადგურების შემდეგ კი ჟურნალისტებს უჩვენეს დაქუცმაცებული დისკების ნარჩენები. პროცედურის დასრულების შემდეგ შედგა სპეციალური ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა.
XS
SM
MD
LG