Accessibility links

logo-print

სომხეთი: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება შესაძლებელია.


სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ იმედი აქვს, წელს მიაღწევს საკვანძო ხელშეკრულების გაფორმებას ევროპის კავშირთან. სარქისიანმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ სომხეთი შეუერთდება საბაჟო კავშირს რუსეთთან, ბელორუსიასთან და ყაზახეთთან ერთად. ამ განცხადებას მოჰყვა ევროპის კავშირის ოფიციალური პირების გაფრთხილებები, რომ გადაწყვეტილებამ შეიძლება ბოლო მოუღოს სომხეთის შესაძლებლობას, გააფორმოს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიგენ სარქისიანმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ სომხეთი შეეცდება მიაღწიოს პირობებს, რათა შეიქმნას ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონა, რომელიც შეეთავსება საბაჟო კავშირში ყოფნას. თუ ეს არ მოხერხდა, ერევანი გააგრძელებს ბრიუსელთან პოლიტიკურ დიალოგს, განაცხადა ვიგენ სარქისიანმა.
XS
SM
MD
LG