Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვულ სფეროში ირანის და დასავლეთის მოლაპარაკებას საგარეო უწყება წარმართავს


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ გამოაცხადა, რომ ბირთვულ სფეროში ირანის მოლაპარაკებას დასავლეთის ქვეყნებთან მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმართავს. სხვა დეტალს ეს განცხადება, რომელიც პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა, არ შეიცავს. მასში ნათქვამია, რომ ან მინისტრი წარმართავს შეხვედრებს, ან დაასახელებენ სამინისტროს სხვა წარმომადგენელს. ადრე ამგვარ მოლაპარაკებეზე ირანის წარმომადგენელი იყო უზენაესი ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი. ხუთშაბათის ცნობის თანახმად, მომავალში გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან და გერმანიასთან მოლაპარაკებებზე, ირანის მხრიდან უშუალოდ მთავრობის წარმომადგენელი ჩარეთვება. დასავლეთი ვარაუდობს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის. თეირანი ასეთ ვარაუდს უარყოფს.
XS
SM
MD
LG